Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ ხელი მოაწერა ფრანგულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაგრძელების მემორანდუმს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ხელი მოაწერა ფრანგულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაგრძელების მემორანდუმს.

 

ფრანგულ-ქართული საუნივერსიტეტო თანამშრომლობის წლიური შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ხელი მოაწერა  ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კონსორციუმის ახალ ხელშეკრულებას.

 

ყოველწლიურ შეხვედრას ფრანგულ-ქართულმა ინსტიტუტმა უმასპინძლა, რომელშიც პროგრამაში ჩართული ქართული და ფრანგული უნივერსიტეტების, საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თარიღი: 20/05/2025